წესები და პირობები

წინამდებარე წესები თამაშის პირობების შესახებ განსაზღვრავს ლატარიის თამაშობების ძირითად პრინციპებს, პროცედურებს და პირობებს.

თამაშების მოწყობის პირობები შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან. წესებში (რეგლამენტში) შეიძლება განხორცილედეს ცვლილებები შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. თამაშების წესები და პირობები აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისთვის ორგანიზატორის სერვისცენტრებში, სარეალიზაციო პუნქტებსა და შესაბამისობაში იქნება რეგლამენტთან. ითვლება, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც შეიძენს ორგანიზატორის ბილეთებს და/ან მოითხოვს მოგებას, გაეცნო თამაშის წესებს და მის ცვლილებებს და ეთანხმება მათ.

გაუთვალისწინებული გარემოების წარმოქმნის შემთხვევაში, ორგანიზატორი საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას. ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოოა, არ ექვემდებარება გადახედვას და სავალდებულოა შესასრულებლად.

ლატარიაში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი.

თამაშის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ექვემდებარება სასამართლოების იურისდიქციას.

ზოგადი ტერმინთა განმარტება

ორგანიზატორი – აღნიშნავს შპს “ჯი ენ ელ”–ს და/ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ლატარიის ოფიციალურ ოპერატორს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება–სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი.

ორგანიზატორის სათაო ოფისი – აღნიშნავს ორგანიზატორის სათაო ოფისს, რომელიც მდებარეობს მისამართზე: საქართველო, თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. 20;

ვებგვერდი – აღნიშნავს ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდს lotto.ge

არასრულწლოვანი – აღნიშნავს 18 წლამდე ასაკის პირს;

მოგებული პირი – 18 წელს მიღწეული ნებისმიერი პირი, რომელსაც ხელთ აქვს მოგებიანი ბილეთი და რომელსაც საქართველოს კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს პრიზი;

მომხმარებელი – 18 წელს მიღწეული ნებისმიერი პირი, რომელიც შეიძენს ბილეთს;

მოგებიანი ბილეთი – ლატარიის ბილეთი, რომელიც ადასტურებს მოგების ფაქტს;

მოგება – შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე;

ლატარიის გაყიდვის პუნქტები – აღნიშნავს ორგანიზატორის ვებგვერდს, სერვისცენტრებს და სხვა პუნქტებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ლატარიის ბილეთი;

საცალო რეალიზატორი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც არის ორგანიზატორის კონტრაქტორი და რომელთა საქმიანობის ადგილზე მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ლატარიის ბილეთი;

ოპერატორი – აღნიშნავს ორგანიზატორის სერვისცენტრის, სარეალიზაციო პუნქტის და პარტნიორი ბანკების თანამშრომლებს;

ბილეთის დადასტურება (ვალიდაცია) – ბილეთის მოგებიანობის შემოწმების პროცედურა;

ლატარიის ცენტრალიზებული სისტემა – აღნიშნავს ლატარიის ოპერირებისთვის აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფას და მონაცემთა ბაზას. ლატარიის ცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით ხორციელდება გაყიდული ბილეთის და მასზე ასახული ინფორმაციის რეგისტრაცია, შენახვა და მონაცემების დამუშავება (საპრიზო ფონდის კონტროლი და განაწილება, გათამაშების შედეგები, აღრიცხვა). ცენტრალიზებულ სისტემაზე დაერთებულია ლატარიის ტერმინალები, რომლებზეც ბილეთის სარეალიზაციოდ ბეჭდვა ხორციელდება მხოლოდ სისტემიდან შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ.

დაზიანებული ბილეთი – აღნიშნავს ლატარიის ბილეთს, რომელიც ისე არის დაზიანებული, დახეული ან გაფუჭებული, რომ მასზე ასახული ინფორმაციის გარჩევა და დადასტურება (ვალიდაცია) შეუძლებელია;

წესები/რეგლამენტი – აღნიშნავს თამაშის წესებს, რომლებშიც დროდადრო, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, შეიძლება შევიდეს ცვლილებები;

თანამშრომელი – პირი, რომელსაც წერილობით აქვს ორგანიზატორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად ხელშეკრულების ტიპის, შინაარსის, ხარნგრძლივობის ან/და ენისა;

ახლო ნათესავი – მშობლები, და–ძმა, შვილები, ბებია, ბაბუა, შვილიშვილები, მეუღლე, გერი, მამინაცვალი, დედინაცვალი;

ფორს–მაჟორი – გარემოება, როდესაც ორგანიზატორი თავისუფლდება წინამდებარე წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან. ფორს–მაჟორული მოვლენა წარმოადგენს ნებისმიერ გარემოებას ან მოვლენას, რომელიც არ ექცევა ორგანიზატორის კონტროლის ქვეშ და რომლის დადგომაც იწვევს წინამდებარე წესებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, წყალდიდობას, ქარიშხალს, საკანონმდებლო აქტებს, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედებებს ან სხვა შემთხვევებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მომენტალური ლატარიის ტერმინთა განმარტება

მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით;

ტირაჟიანი ლატარიის ტერმინთა განმარტება

ტირაჟიანი ლატარია „ლოტო 6/36“ – ნებაყოფლობითი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგინიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნებასურვილზე და მოქმედებაზე. იგი შემთხვევითია და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი;

ძირითადი რიცხვი – აღნიშნავს გათამაშებაში ავტომატურად შერჩეულ ექვს რიცხვს;

ბონუს რიცხვი – აღნიშნავს გათამაშებაში ავტომატურად შერჩეულ მეშვიდე რიცხვს;

გათამაშება – აღნიშნავს პროცედურას, რომელიც ტარდება გამარჯვებულების გამოსავლენად, ძირითადი და ბონუს რიცხვების შერჩევის საშუალებით და რომლის დროსაც დასტურდება მოგების დამთხვევის ფაქტი ლატარიის ბილეთზე;

ლატარიის ტერმინალი – მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ლატარიის ბილეთის ამობეჭდვა, გაყიდვის მიზნით;

ლოტოს ბილეთი – ლატარიის ცენტრალიზებულ სისტემაში რეგისტრირებული და დამოწმებული ფიზიკური ან ელექტრონული ბილეთია, რომელსაც მომხმარებელი შეიძენს ორგანიზატორის ვებგვერდზე ან ლატარიის გაყიდვის პუნქტში. ლოტო 6/36–ის ბილეთს ორგანიზატორი ამზადებს.

რიცხვითი კომბინაცია – ერთი 6 რიცხვიანი კომბინაციაა, რომელიც შეირჩევა 1–დან 36 – მდე რიცხვიდან (ამ ორი რიცხვის ჩათვლით);

რიცხვითი კომბინაციის ფასი – აღნიშნავს ორგანიზატორის მიერ დადგენილ მინიმალურ თანხას, რომელიც გადასახდელია თითოეულ 6–რიცხვიან კომბინაციაში ერთ გათამაშებაში მონაწილეობისთვის და რომლის ოდენობა შეადგენს 2 (ორი) ლარს;

„ლოტო 6/36 სტანდარტი“ – ს რიცხვითი კომბინაცია – აღნიშნავს 6 რიცხვიან კომბინაციას;

„ლოტო 6/36 სტანდარტ+“ – ის მრავალჯერადი რიცხვითი კომბინაცია – აღნიშნავს რიცხვით კომბინაციას, რომელიც 6–ზე მეტი რიცხვისაგან შედგება (არაუმეტეს 15–ის), და რომელთაგან სისტემა გამოიანგარიშებს ყველა შესაძლო 6–რიცხვიან კომბინაციას;

თანმიმდევრული გათამაშებები – აღნიშნავს ერთი ბილეთით რამდენიმე ერთიმეორეს მიყოლებულ (თანმიმდევრულ) გათამაშებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას. ამგვარი გათამაშებების მაქსიმალური რაოდენობაა 10 (ათი);

შერჩევის ბარათი – სპეციალური ფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ ციფრებს. შერჩევის ბარათს მხოლოდ დამხმარე ხასიათი აქვს და იგი არ წარმოადგენს რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ან/და ლატარიის ბილეთს;

ლოტოტრონი – დანომრილი ბურთების არევის და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შედეგების (დანომრილი ბურთების) დაფაზე გამოტანის ავტომატური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ლატარიის გათამაშების მოსაწყობად;

საპრიზო ფონდი – აქვს იგივე მნიშვნელობა რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;

ჯეკპოტი – გათამაშების უმაღლესი (პირველ) კატეგორიაა;

ჯეკპოტის საწყისი თანხა – პირველი საპრიზო კატეგორიის (ჯეკპოტის) საწყისი თანხა, რომელსაც ოპერატორი ადგენს პირველი ტირაჟის შემთხვევაში და აღნიშნული კატეგორიის ყოველი გათამაშების შემდეგ;

საპრიზო ფონდის რეზერვი – საპრიზო ფონდის არაუმეტეს 20 პროცენტის რეზერვირება, რომელიც მომდევნო ტირაჟებში გათამაშდება.

გაყიდვების შეჩერება და განახლება – აღნიშნავს ბილეთების გაყიდვის შეჩერებას არაუმეტეს 30 (ოცდაათი) წუთისა ყოველი სატელევიზიო გათამაშების დაწყებამდე; ხოლო გაყიდვები განახლდება სატელევიზიო გათამაშების დასრულებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) წუთის განმავლობაში;

ავტომატური შერჩევა – აღნიშნავს მინიმუმ ექვსრიცხვიან კომბინაციას, რომლის გენერირებას ახდენს ორგანიზატორის ცენტრალიზებული სისტემა რიცხვების (1–დან 36–ის ჩათვლით) შემთხვევითი შერჩევის გზით;

გაუქმებული ბილეთი – ბილეთი, რომელიც გაუქმებულია ორგანიზატორის მიერ ან/და რომელიც გაუქმებულია სისტემის მეშვეობით, ტერმინალის ან/და ბილეთების საცალო რეალიზატორის მიერ ბილეთების გაყიდვის ოპერაციების არასწორად/გაუმართავად წარმოების გამო. ასეთი გაუქმებული ბილეთი შეიძლება: ა) საერთოდ არ ამოიბეჭდოს; ბ) ამოიბეჭდოს ნაწილობრივ; გ) ბილეთი ამოიბეჭდა ხარვეზით, რომლის გაუქმებაც მომხმარებელმა მოითხოვა ბილეთის ამობეჭდვიდან 5 წუთის განმავლობაში. თითოეულ ასეთ შემთხვევაში ბილეთი საპრიზო ფონდში არ ჩაირთვება და გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება;

შეზღუდვები

  • აკრძალულია არასრულწლოვანი პირების მიერ ლატარიის ბილეთების შეძენა და მოგების მოთხოვნა.
  • ორგანიზატორი იტოვებს უფლებას არ გადაუხადოს პირს პრიზი თუ წარმოდგენილი ბილეთი არის დაზიანებული, ან/და გაუქმებული და რომლის ნამდვილობას ორგანიზატორი არ ადასტურებს.
  • ორგანიზატორის თანამშრომლებს ან მათ ახლო ნათესავებს არა აქვთ უფლება ითამაშონ ან/და იყიდონ ლატარიის ბილეთი, შესაბამისად ორაგნიზატორის თანამშრომლებს ან/და მათ ახლო ნათესავებს არა აქვთ უფლება მოითხოვონ ან/და მიიღონ მოგება.
  • ორგანიზატორი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს ნებისმიერი საპრიზო კატეგორიის მოგების გაცემაზე, თუ ორგანიზატორის თანამშრომელი ან მისი ახლო ნათესავი დაარღვევს წინამდებარე წესს, ითამაშებს ლატარიას და მოგების შემთხვევაში, მოითხოვს მოგებული პრიზის გაცემას.

მოგების მოთხოვნის პროცედურები

  • მოგებულმა პირებმა შეიძლება მოითხოვონ მოგება ლატარიის სარეალიზაციო პუნქტებში, ორგანიზატორის სერვისცენტრებსა და პარტნიორი ბანკების ფილიალებში, აგრეთვე ორგანიზატორის მიერ განსაზღვრულ სხვა ერთეულებში, ლატარიის მოგებული ბილეთის და პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) წარდგენის საფუძველზე. ინფორმაცია მოგების გაცემის შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე lotto.ge, ასევე აღნიშნული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შპს „ჯი ენ ელ“–ის სარეალიზაციო პუნქტებში, სერვისცენტრებსა და ცხელ ხაზზე (32) 200 77 00; თამაშის შეწყვეტის შემთხვევაში, მოგების განაღდება შესაძლებელია:
    • ლოტო 6/36–ის შემთხვევაში, გათამაშებიდან 30 დღის განმავლობაში;
    • მომენტალური ლატარიის შემთხვევაში, თამაშის შეწყვეტის შესახებ კომპანიის მიერ განცხადების გამოქვეყნებიდან 60 დღის განმავლობაში;
  •  
  • ლატარიის მოგებიანი ბილეთი ოპერატორს უნდა გადაეცეს ნებისმიერი კატეგორიის მოგების გადახდამდე;
  • სარეალიზაციო პუნქტებში, სადაც თანხის გაცემის ლიმიტი 1000 (ათასი) ლარზე ნაკლებია მოგება გაიცემა ბილეთის წარდგენისთანავე. სალარო ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სხვა ნებისმიერ სარეალიზაციო პუნქტს, კომპანიის სერვისცენტრებს ან პარტნიორი ბანკის ფილიალებს. 1000–დან  (ათასი) 2000–მდე (ორი ათასი) ლარის გაცემის შემთხვევაში მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ პარტნიორი ბანკების ფილიალებს. თითოეული სარეალიზაციო პუნქტიდან გასაცემი თანხის ლიმიტები დადგინდება ორგანიზატორის მიერ და გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე lotto.ge;
  • თუ მოგებული თანხა 2000 (ორი ათასი) ან მეტი ლარია მომხმარებელი მიმართავს ორგანიზატორის ნებისმიერ სერვისცენტრს სადაც იდენტიფიცირების, ბილეთის ნამდვილობის დადასტურების და აღნიშნული პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოგებულ თანხას გასცემს პარტნიორი ბანკის ფილიალი. ამავდროულად ორგანიზატორი იტოვებს უფლებას ასეთი ოდენობის მოგება გასცეს მოგებული ბილეთის წარდგენიდან 6 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • არასრულწლოვანი პირების მიერ ბილეთების შეძენა ან/და მოგების მოთხოვნა აკრძალულია;
  • ორგანიზატორი და/ან საცალო რეალიზატორი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული წესი დარღვეულია მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, თუ არასრულწლოვანს დახმარება სხვა სრულწლოვანმა აღმოუჩინა.
  • 1000 (ათასი) ან მეტი ლარის თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.
  • ბილეთები გაუქმებულად ჩაითვლება და არ ანაზღაურდება ოპერატორის მიერ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია, ვერ გაივლის დადასტურებას (ვალიდაციას) ან დარღვეულია მოგების გაცემის წესის რომელიმე მოთხოვნა.

ბილეთის ნამდვილობა

მოგებახვედრილი ტირაჟიანი ლატარიის ბილეთი ნამდვილია და პირს პრიზის მოთხოვნის უფლება აქვს, თუ ლატარიის ბილეთი ამობეჭდილია ორგანიზატორის ბრენდულ თერმულ ქაღალდზე, მასზე მითითებულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია და ორგანიზატორის მიერ ასეთი ბილეთის დადასტურება (ვალიდაცია) შესაძლებელია:

  • ლატარიის თამაშობის დასახელება;
  • ოპერატორის და ტერმინალის ნომერი;
  • გაყიდვის თარიღი და დრო;
  • გათამაშებ(ებ)ის თარიღი (თანმიმდევრულ გათამაშებებში მონაწილეობის შემთხვევაში, პირველი და ბოლო გათამაშების თარიღები);
  • გათამაშებ(ებ)ის ტირაჟი (თანმიმდევრულ გათამაშებებში მონაწილეობის შემთხვევაში, პირველი და ბოლო გათამაშების ტირაჟები);
  • გათამაშებ(ებ)ის რაოდენობა;
  • ბილეთის ფასი;
  • რიცხვების შერჩევის პრინციპი (სტანდარტი ან სტანდარტ+)
  • მომხმარებლის მიერ შერჩეული რიცხვები;
  • ბილეთის ნომერი და იგივე ნომერი შტრიხ კოდის ფორმატში (ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში მხოლოდ ნომერი);

ზემოთ მითითებული რომელიმე რეკვიზიტის შეცვლის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნება წინამდებარე წესებში.

თუ ლატარიის ბილეთი არ შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ინფორმაციას, ასეთი ბილეთი ბათილია.

გაყიდული ლატარიის ბილეთის გამოცვლა, გაუქმება ან უკან დაბრუნება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამობეჭდილ ბილეთზე ასახული რიცხვები არ ემთხვევა შერჩევით ბარათ აღნიშნულ რიცხვებს, რაც ოპერატორის ბრალეულობითაა გამოწვეული, მომხმარებლის მოთხოვნით დასაშვებია ახალი ბილეთის ამობეჭდვა გასაუქმებელი ბილეთის ამობეჭდვიდან 5 წუთის განმავლობაში.

თუ გაყიდვების შეჩერებამდე 5 წუთზე ნაკლებია დარჩენილი, ბილეთი გაუქმდება თუ ეს დარჩენილ დროში მოესწრება.

მოგებახვედრილი მომენტალური ლატარიის ბილეთი ნამდვილია და პირს ენიჭება მასზე მოგების მოთხოვნის უფლება, თუ სათამაშო ველში არსებული სიმბოლოები დაემთხვევა თამაშის მოგების წესს და ბილეთი გაივლის დადასტურებას (ვალიდაციას). აღნიშნული პროცედურა მოიცავს, ორგანიზატორის კუთვნილ ცენტრალიზებულ პროგრამულ სისტემაში, სათამაშო ველში (გადასაფხეკი საფარის ქვეშ) არსებული PDF417 ბარკოდის სკანირებას, ან ამავე სათამაშო ველში არსებული 13 ნიშნა კოდის რეგისტრირებას. სისტემა გადაამოწმებს ბარკოდს, მოგებახვედრილი თანხის ოდენობას და დაადასტურებს მოგების გაცემას. იმ შემთხვევაში თუ ბილეთი ვერ გაივლის ვალიდაციას მომხმარებელს შეუძლია პრეტენზიით მიმართოს საქართველოს ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. თუ ბილეთის ნამდვილობა დადგინდება, ორგანიზატორი გასცემს მოგებას და აუნაზღაურებს მომხმარებელს ექსპერტიზის ხარჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს თავად მომხმარებელი გასწევს.

ბილეთების დაკარგვა და დაზიანება

ოპერატორს უფლება აქვს უარი უთხრას პრიზის გადახდაზე იმ მომხმარებელს, რომელიც არ წარმოადგენს მოგებახვედრილ ბილეთს ან წარმოადგენს გაფუჭებულ/დაზიანებულ ბილეთს.

პრეტენზიის შემთხვევაში, მომხმარებელი, ფოსტის მეშვეობით, წერილობითი სახით, მიმართავს ორგანიზატორს იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, 0179, ნინო რამიშვილის ქ. 20.

ორგანიზატორი ვალდებულია დასაბუთებული პასუხი გასცეს მომხმარებელს წერილის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში

იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ფორსმაჟორი

გაუთვალისწინებელი (ფორსმაჟორი) გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ორგანიზატორს უფლება აქვს გადადოს მოგებების გაცემა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე და აღადგინოს მოგებების გაცემა ფორსმაჟორული გარემოებების დასრულებისთანავე.

ტირაჟიანი ლატარია „ლოტო 6/36“

თამაშის წესები

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს 6 რიცხვი 1–დან 36–ის ჩათვლით და დაელოდოს გათამაშებას, რომელიც შედგება ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 20:00 – 21:00 საათის შუალედში, სატელევიზიო მაუწყებლის „რუსთავი–2“–ის საშუალებით. ლოტოტრონის მეშვეობით ვლინდება 6 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი. ბონუს რიცხვი დამატებით გათამაშებული რიცხვია, რომელიც აძლევს მომხმარებელს მოგების დამატებით შანს.

ბილეთი მოგებულია თუ შერჩეული 6 რიცხვი დაემთხვევა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ რიცხვებს. მოგება განისაზღვრება ექვსიდან ერთ–ერთი საპრიზო კატეგორიით:

I საპრიზო კატეგორია (ჯეკპოტი): 6 ძირითადი რიცხვის დამთხვევა
II საპრიზო კატეგორია: 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა
III საპრიზო კატეგორია: 5 ძირითადი რიცხვის დამთხვევა
IV საპრიზო კატეგორია: 4 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა
V საპრიზო კატეგორია: 4 ძირითადი რიცხვის დამთხვევა
VI საპრიზო კატეგორია: 3 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვის დამთხვევა

სატელევიზიო ბადეში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცვლილებების შემთხვევაში ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშება უახლოეს შესაძლო დროს გადაიტანოს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემოსავლების სამსახურს.

საპრიზო ფონდის გადანაწილების წესი და ჯეკპოტში რეზერვირების ოდენობა.

საპრიზო ფონდის ოდენობა შეადგენს თითოეულ ტირაჟში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 50% (ორმოცდაათი პროცენტი).

საპრიზო ფონდი გადანაწილდება 6 საპრიზო კატეგორიაზე და სარეზერვო ფონდზე;

ოპერატორი უფლებას იტოვებს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე შეცვალოს საპრიზო კატეგორიებს შორის პროცენტული გადანაწილება კანონის შესაბამისად.

გათამაშების შედეგები

გათამაშების შედეგების და გასაცემი პრიზების გამოქვეყნება მოხდება სატელევიზიო გათამაშების დასრულებისთანავე; ინფორმაციის მიღება, აგრეთვე, შესაძლებელია ოპერატორის სერვისცენტრებში, ვებგვერდზე lotto.ge და ცხელ ხაზზე 200 77 00.

მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს დაფიქსირებულ/გამოქვეყნებულ შედეგს რომელსაც ოფიციალური სტატუსი აქვს.

ერთჯერადი რიცხვითი კომბინაცია („ლოტო 6/36 სტანდარტი“)

ერთჯერადი რიცხვითი კომბინაციის შეყვანისას, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს 36–დან ექვსი რიცხვი (თითოეული მათგანი კომბინაციაში უნიკალურია, ანუ რიცხვი არ უნდა განმეორდეს). ყოველი ერთჯერადი კომბინაციის ღირებულებაა 2 (ორი) ლარი.

მრავალჯერადი რიცხვითი კომბინაცია („ლოტო 6/36 სტანდარტ +“)

მრავალჯერადი კომბინაციის შეყვანისას, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს, სულ მცირე, შვიდი რიცხვი 1–დან 36–ის ჩათვლით. მაქსიმალური ზღვარი თხუთმეტია. შერჩეული ციფრებიდან ლატარიის ცენტრალიზებული სისტემა ახდენს ყველა შესაძლო ექვსრიცხვიანი კომბინაციის გენერირებას და თუ მომხმარებლის მიერ შეჩეული რიცხვები დაემთხვევა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ რიცხვებს (მე–3 მუხლის თანახმად), ბილეთი მოიგებს ექვსიდან ერთ–ერთ საპრიზო კატეგორიას.

ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია 6–რიცხვიანი კომბინაციების რაოდენობაზე.

რიცხვების რაოდენობა კომბინაცია ბილეთის ღირებულება
7 7 14 ლარი
8 28 56 ლარი
9 84 168 ლარი
10 210 420 ლარი
11 462 924 ლარი
12 924 1 848 ლარი
13 1 716 3 432 ლარი
14 3 003 6 006 ლარი
15 5 005 10 010 ლარი

პრიზების შეცვლა

იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მოგების მცდარი გაანგარიშება გამოვლინდება (სისტემური ხარვეზის გამო), ორგანიზატორს უფლება აქვს განაცხადოს პრიზის კორექტირების შესახებ.

ორგანიზატორის მიერ მოგების კორექტირების უფლებამოსილება შეიძლება გამოყენებული იყოს მაშინ, როგორც კი შეცდომა ან არასწორი გაანგარიშება გამოვლენილ იქნა.

მოგებიანი ბილეთის ნებისმიერი მფლობელი, რომლისთვისაც მოგება გაუნაღდებელია, მიიღებს კორექტირებულ მოგებას.

სისტემურ ხარვეზებად ჩაითვლება:

  • ლოტოტრონის მიერ გამოვლენილი რიხცვების სისტემაში შეცდომით ასახვა;
  • მოგებულ ბილეთზე მომხმარებლის მიერ შერჩეული რიცხვები არ შეესაბამება ექვსიდან არც ერთ საპრიზო კატეგორიას (ბილეთი არაა მოგებული);
  • მოგებულ ბილეთს არასწორად მიენიჭა საპრიზო კატეგორია;
  • ნებისმიერ საპრიზო კატეგორიაში მოგებების ჯამი არ შეესაბამება აღნიშნული კატეგორიის საპრიზო ფონდის ოდენობას ან/და არათანაბრადაა განაწილებული.

მომენტალური ლატარიის ბილეთი „7“ („შვიდიანი“)

თამაშის (ტირაჟის) №: 001
ბილეთის ღირებულება: 2 (ორი) ლარი
სფს–ს რეგისტრაციის №: 03–5198
ლატარია ჩატარდება: 2018 წლის 17 მარტიდან 2020 წლის 17 მარტამდე.

საპრიზო სტრუქტურა:

მოგება   მოგებათა რ–ბა   საპრიზო ფონდი
20,000 ₾ x 4 = 80,000
2,000 ₾ x 8 = 16,000
200 ₾ x 105 = 21,000
100 ₾ x 611 = 61,100
50 ₾ x 6,126 = 306,300
30 ₾ x 11,216 = 336,480
20 ₾ x 31,100 = 622,000
10 ₾ x 122,320 = 1,223,200
4 ₾ x 295,647 = 1,160,000
2 ₾ x 402,672 = 805,344
სულ:   869,809   4,654,012

თამაშის წესები

სათამაშო ველში (ბილეთის წინა მხარე, გადასაფხეკი საფარის ქვეშ) განლაგებულია შვიდი სათამაშო სიმბოლო. სათამაშო სიმბოლოების ქვეშ მითითებულია თანხა. მოგებიანი სიმბოლოა „07“. აღნიშნული სიმბოლოს (ან სიმბოლოების) აღმოჩენის შემთხვევაში, მოთამაშე იგებს მის (ან მათ) ქვეშ მითითებულ თანხას. ბილეთში რამდენიმე მოგებიანი სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, სიმბოლოების ქვეშ მითითებული თანხები ჯამდება.

მომენტალური ლატარიის ბილეთი „ოქროს საწმისი“

თამაშის (ტირაჟის) №: 002
ბილეთის ღირებულება: 2 (ორი) ლარი
სფს–ს რეგისტრაციის №: 03–5199
ლატარია ჩატარდება: 2018 წლის 17 მარტიდან 2020 წლის 17 მარტამდე.

საპრიზო სტრუქტურა:

მოგება   მოგებათა რ–ბა   საპრიზო ფონდი
20,000 ₾ x 4 = 80,000
2,000 ₾ x 10 = 20,000
200 ₾ x 101 = 20,200
100 ₾ x 612 = 61,200
50 ₾ x 6,105 = 305,250
30 ₾ x 11,225 = 336,750
20 ₾ x 31,095 = 621,900
10 ₾ x 122,363 = 1,223,630
4 ₾ x 295,548 = 1,182,192
2 ₾ x 402,705 = 805,410
სულ:   869,768   4,656,532

თამაშის წესები

სათამაშო ველში (ბილეთის წინა მხარე, გადასაფხეკი საფარის ქვეშ) განლაგებულია ხუთი სათამაშო სიმბოლო და ერთი გამრავლების სიმბოლო. სათამაშო სიმბოლოების ქვეშ მითითებულია თანხა. მოგებიანი სიმბოლოა „ოქროს საწმისი“. აღნიშნული სიმბოლოს (ან სიმბოლოების) აღმოჩენის შემთხვევაში, მოთამაშე იგებს მის (ან მათ) ქვეშ მითითებულ თანხას. გამრავლების სიმბოლოს „x2“ აღმოჩენის შემთხვევაში, მოგებული თანხა ორმაგდება. ბილეთში რამდენიმე მოგებიანი სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, სიმბოლოების ქვეშ მითითებული თანხები ჯამდება.

მომენტალური ლატარიის ბილეთი „ფარაონი“

თამაშის (ტირაჟის) №: 003
ბილეთის ღირებულება: 3 (სამი) ლარი
სფს–ს რეგისტრაციის №: 03–5200
ლატარია ჩატარდება: 2018 წლის 17 მარტიდან 2020 წლის 17 მარტამდე.

საპრიზო სტრუქტურა:

მოგება   მოგებათა რ–ბა   საპრიზო ფონდი
50,000 ₾ x 4 = 200,000
5,000 ₾ x 9 = 45,000
200 ₾ x 103 = 20,600
100 ₾ x 623 = 62,300
50 ₾ x 6,094 = 304,700
30 ₾ x 33,181 = 995,430
15 ₾ x 111,736 = 1,676,040
10 ₾ x 192,966 = 1,929,660
5 ₾ x 264,116 = 1,320,580
3 ₾ x 335,136 = 1,005,408
სულ:   943,968   7,559,718

თამაშის წესები

სათამაშო ველში (ბილეთის წინა მხარე, გადასაფხეკი საფარის ქვეშ) განლაგებულია ერთი მოგებიანი და ცხრა სათამაშო სიმბოლო. სათამაშო სიმბოლოების ქვეშ მითითებულია თანხა. იმ შემთხვევაში, თუ მოგებიანი სიმბოლოს ველში აღმოჩენილი სიმბოლო დაემთხვევა სიმბოლოს (ან სიმბოლოებს) სათამაშო ველში, მოთამაშე იგებს მის (ან მათ) ქვეშ მითითებულ თანხას. ბილეთში რამდენიმე მოგებიანი სიმბოლოს აღმოჩენის შემთხვევაში, მათ ქვეშ მითითებული თანხები ჯამდება.