კონფიდენციალობა

საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას გიხდით, იმისთვის რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ  სარგებლობთ  კომპანიის სერვისებით, თქვენ ავტომატურად  ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის უსაფრთხოების განაცხადის პირობებს (შემდგომში - პირობები), ამასთან თუ არ ეთენხმებით აღნიშნული პირობებით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს, მაშინ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

აღნიშნული კონფიდენციალურობის განაცხადი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ლატარიის მიერ შეთავაზებულ ყველა პროდუქტზე. ჩვენ  ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ  თქვენგან ვაგროვებთ. აქედან გამომდინარე, კომპანიამ შეიმუშავა წინამდებარე პირობები, რათა თქვენთვის განგვემარტა, თუ როგორი ტიპის ინფორმაციას და რა საშუალებით შევაგვროვებთ მომხმარებლებისგან, ასევე, თუ რა მიზნით შეაგროვებს, გადასცემს ან გაამჟღავნებს საქართველოს ეროვნული ლატარია ამ მონაცემებს.

პერსონალური ინფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი  და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა ინფორამცია.

ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგყავთ ვებგვერდზე ან გვაწვდით სხვა საშუალებით.

პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენით და ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციით, თქვენ ავტომატურად თანხმობას აცხადებთ, მასზედ რომ  საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ წინამდებარე გაცხადების საფუძველზე დაამუშაოვს და გასცეს პერსონალური ინფორმაცია.

ჩვენ ვიყენებთ მოკლე საინფორმაციო ფაილებს (cookies), რატა შევაგროვოთ ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის ვიზიტორებისა და ჩვენი მომსახურების მომხმარებლების შესახებ. კერძოდ, როდესაც თქვენ შედიხართ კომპანიის ვებ-გვერდზე, ჩვენ ავტომატურად ვინახავთ თქვენს შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენი IP მისამართი, browser – ის ტიპი, ინტერნეტ მომსახურების გამწევი, პლატფორმის ტიპი, ვებ-მისამართი, რომლიდანაც ეწვიეთ ჩვენს გვერდს და რომელზეც გადახვალთ, მას შემდეგ რაც დატოვებთ ჩვენს ვებგვერდს, თარიღსა და დროს, და ასევე თქვენს მიერ გახსნილი  cookies-ის რაოდენობას. ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებისა და აქტივობების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ვაგროვებთ იმ ინფორმაციასთან ერთად, რომელიც გვაქვს თქვენს შესახებ შენახული, პერსონალური მონაცემების ჩათვლით.

კომპანია ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის: მომსახურების გაწევის უზრუნველყოფის, პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებისა და  გაუმჯობესებისთვის. ასევე მარკეტინგული კვლევებისთვის- კომპანია  ამუშავებს თქვენს შესახებ ინფორმაციას, იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი მომსახურეობა და პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ინტერესს წარმოადგენდეს; თაღლითური, შეურაცმყოფელი, ბოროტი განზრახვის, ან პოტენციურად უკანონო ქმედებათა გამოსავლენად და აღსაკვეთად, ჩვენს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ადმინისტრირების და სხვა მიზნებისთვის, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

განგიმარტავთ, რომ პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის გამჟღავნებად არ ჩაითვლება იმ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა, (ა) რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არის/გახდება საჯარო და (ბ) რომლის გამჟღავნებაც განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის მესამე პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მასზედ, რომ დავიცავთ ყველა მომხმარებლის კონფიდენციალურობა.

კომპანიას აქვს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც შესაბამისობაშია მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ მომხმარებლის ინფორმაცია არაუფლებამოსილი წვდომისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან.

ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშვებთ და ვინახავთ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ სათანადო მიზნებისთვის. ჩვენ მიერ მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შენახვა შეზღუდულია მხოლოდ იმ დონემდე, რაც  აუცილებელია საუკეთესო მომსახურების მიწოდებისთვის,  საქმიანობის წარმართვისთვის, რისკების მართვისთვის,  მომსახურებებისა და პროდუქტების გაყიდვისთვის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის.

ინფორმაცია ვებ-გვერდზე ნავიგაციასთან დაკავშირებით ამ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სისტემები და კომპიუტერული პროგრამები, ჩვეულებრივი ფუნქციონირებისას, აგროვებენ სხვადასხვა პერსონალურ მონაცემს. აღნიშნული მონაცემები არის ის მონაცემები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაეცემა ხოლმე (TCP/IP პროტოკოლზე დაფუძნებული) ინტერნეტით სარგებლობისას. ეს ინფორმაცია არ გროვდება შესაბამის პირებზე მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, მაგრამ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მესამე პირების მიერ მონაცემთა დამუშავებისა და დახარისხების გზით, შესაძლებელია მისი მეშვეობით მოხდეს ინტერნეტ გვერდების მომნახულებელი მომხმარებლების იდენტიფიცირება. ამ ტიპის ინფორმაცია მოიცავს ვებგვერდზე შემსვლელი მომხმარებლების კომპიუტერების ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს (IP address) და დომენების სახელწოდებებს, მოთხოვნილი რესურსების მისამართებს (რესურსების იდენტიფიცირების ერთიან ფორმატში – URL ფორმატი), მოთხოვნის დროს, მეთოდი რომლის მეშვეობითაც ხდება მოთხოვნის მიწოდება სერვერისთვის, პასუხად მიღებული ფაილის ზომა, სერვერის მიერ მოწოდებული პასუხის მდგომარეობის ამსახველი ციფრული კოდი (დასრულებულია წარმატებით, შეცდომებით, ა.შ.) და სხვა პარამეტრები, რომელბიც დაკავშირებულია ოპერაციულ სისტემასთან და მომხმარებლის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ანონიმური სტატისტიკური ინფორმაციის მიზნებისთვის.

აღნიშნულ პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მას.