ჩვენ შესახებ

საქართველოს ეროვნული ლატარია სავაჭრო ნიშნით Lotto.ge ოპერირებას იწყებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მონიჭებული ლიცენზიის თანახმად,  საქართველოში ეროვნული ლატარიის მართვას ახალი კომპანია შპს ,,ჯი ენ ელი’’ ათი წლის ვადით, 2027 წლამდე განახორციელებს. 

საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების ბილეთები გამოირჩევა დაცულობითა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით.  მომენტალური ლატარიის ბილეთების მომწოდებელი გახლავთ ლატარიის ბილეთების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ,,Scientific Games International’’, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 40-ზე მეტ ლატარიის ოპერატორთან თანამშრომლობს.  აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობა წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ლატარიის ნიშნებისა და ნომრების წინასწარ ამოცნობა და გაყალბება არის შეუძლებელი. ლატარიის გათამაშებების პროცესში ევროპელ პარტნიორების ხელშეწყობით დანერგილია კონტროლისა და აღრიცხვის თანამედროვე სისტემა.

საქართველოს ეროვნული ლატარია გახლავთ სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ლატარიის ბილეთის შეძენისას მომხმარებელი თავად ხდება  სხვადსხვა სოციალური აქციის მონაწილე და საკუთარი წვლილი შეაქვს სოციალური პროექტების განხორციელებაში.

საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის მიზანია საქართველოში ლატარია გახადოს სოციალური პროექტი და საზოგადოებაში დაამკვიდროს ლოტოს თამაშის ტრადიცია, როგორც ეს ხდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

საქართველოს ეროვნული ლატარაია წარმოდგენილი პროდუქტების გარდა მომხმარებელს უახლოესს მოამავალში სხვა მრავალ სიახლესაც შესთავაზებს, მათ შორის ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდის www.lotto.ge -ს საშუალებით ლატარიის ბილეთების შეძენასა და ასევე, ინოვაციურ  ელექტრონულ მომანტალურ ლატარიებს.

ტირაჟიანი და მომანეტალური ლატარიის  გაყიდვები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო 2018 წლის 17 მარტს, ხოლო ტირაჟიანი ლატარიის პირველი გათამაშება გაიმართება 20 მარტს, სამშაბათს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:45 სთ-ზე.

საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლატარია წარმოდგენილი იქნება ყველასთვის ნაცნობი პროდუქტით ტირაჟიანი ლოტოს 6/36-ის სახით. პირველივე გათამაშებისას Lotto.ge-ს  საპრიზო კატეგორია   - ჯეკპოტი - 500 000 ლარი იქნება. ტირაჟიანი ლატარიის გათამაშება გაიმართება რუთავი2-ის პირდაპირ ეთერში სამშაბათსა და პარასკევს, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე, 20:45 სთ-ზე. ლატარია 6/36-ის ბილეთის ღირებულება  ორი ლარი იქნება.

ტირაჟიანი ლატარიის გარდა, საქართველოს ეროვნული ლატარია საზოგადოებას ასევე შესთავაზებს მომენატალური ლატარიის ე.წ. გადასაფხეკი ბართების სამ თამაშს: ,,ოქროს საწმისს’’, ,,შვიდიანსა’’ და ,,ფარაონს’’, მაქსიმალური მოგებით 20 000 და 50 000 ლარი.  გადასაფხეკი ბარათების ღირებულება  ორი და სამი ლარია. სამივე მომენტალური გათამაშების საპრიზო ფონდი უპრეცედენტოა და შეადგენს 16 570 000 ლარს.

მაღალი საპრიზო ფონდით და საინტერესო თამაშების სტრუქტურით ახალი კომპანია ეროვნული ლატარიის მომხმარებლებისთვის ზრდის მოგების შანსი, ხოლო თამაშის მსველელობა იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე,  გათამაშებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ეროვნული ლატარიის ვეგ-გვერდზე ,,www. Lotto.ge’’ და კომპანიის სოციალურ გვერდზე -  facebook/Lotto.ge.საქართველოს ეროვნული ლატარია.

საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალური გათამაშების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 1000 -ზე მეტ გაყიდვების წერტილებში, ხოლო ტირაჟიანი ლატარია გაიყიდება გაყიდვების 300 ადგილას, საქართველოს ფოსტის ჯიხურებში,  ლატარიის სერვის ცენტრებსა და დიდ სავაჭრო ობიექტებში.